|
2018-10-30 12:25:39, 786 ნახვა
საზოგადოება
„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“ - ზაზა სარალიძემ საავადმყოფო დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველის გამზირზე, შვილმოკლული მამების აქცია კვლავ გაგრძელდება. „ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ჯანმრთელობა როგორ და რა დოზითაც გამიშვეbს, იმ დოზით ვიქნები რუსთაველზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის რა თქმა უნდა, რომ რუსთავის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე, მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს რომელი კუთხის პროკურატურა იქნება. პროკურატურა ჩემთვის პროკურატურა არის. დამთავრებულია აქ ყველაფერი, პროკურატურამ უკვე იმხელა შეცდომა დაუშვა ჩემი შვილის საქმეში, აზრი არ აქვს ახლა რუსთავი გამოიძიებს, ზესტაფონი გამოიძიებს, თუ ჩხოროწყუ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს პარლამენტთან სამართალდამცველებსა და ზაზა სარალიძეს შორის ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ სარალიძე დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სამართალდამცველებს მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა. განყოფილებაში გაადაყვანილი სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძის საქმეს, რუსთავის რაიონულ პროკურატურა განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)