03:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 14:33:21, 1962 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უმასპინძლა

აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და  ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი  - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელშიც გაწერილი მიმართულებების იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს. 

შეხვედრაზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზეც იმსჯელეს. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა და საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში  მაღალი შეფასება მისცა.

ჯონ ბოლტონი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით გაგრძელდება.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics