03:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 15:46:14, 1406 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი - ჩემი გამარჯვება გარდაუვალია, ველოდები ამომრჩევლებს და არა რეიტინგებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი "ედისონ რისერჩის" კვლევას ეხმაურება. 

ზურაბიშვილის განცხადებით, ის ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ენდობა და დასძინა, რომ კვლევები ამისთვის არ სჭირდება. პრეზიდენტობის კანდიდატის მტკიცებით, მხოლოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს იქნება თუ არა მეორე ტური. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პირველივე ტურში მისი გამარჯვება გარდაუვალია. 

"მე ველოდები პირველ ტურში ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და არა არცერთ რეიტინგს, ამომრჩეველი იტყვის იქნება პირველი ტური ან მეორე, მე ამომრჩევლის ნდობა მაქვს. დღეს იყო საარჩევნო კამპანიის დასრულება ყველა ამომრჩეველთან ერთად. აქ იყო საზოგადოება, ჩემი უშუალო მხარდამჭერები, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის და ასევე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. მე მინდოდა მათთვის მადლობა გადამეხადა, იმ იმედისთვის და გამარჯვებისთვის, რომელიც გარდაუვალია და ეს იმედი შორვადიანია. საქართველო გახდება ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics