|
2018-10-22 18:06:25, 1784 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი ეწვია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში" საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) ტექნიკურ ექსპერტთა გეგმიური ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისობაზე გადამოწმებულ იქნა ჰიდროგრაფიული სამსახურის საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით: ბათიმეტრიული კვლევები, კარტოგრაფია-ქაღალდის და ელექტრონული საზღვაო რუკების წარმოება, გემების მეტეოროლოგიური მონაცემებით მომსახურება და სანავიგაციო გაფრთხილებები (NAVTEX), სამსახურის ტექნიკური აღჭურვილობა და პერსონალის კვალიფიკაცია. ექსპერტთა პირველადი შეფასებით საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური სრულად უზრუნველყოფს რეგიონში, კერძოდ საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) რეგულაციების და სტანდარტების დაცვას და ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის საერთაშორისო კონვენციის და SOLAS-74-ის მოთხოვნების შესრულებას. უახლოეს მომავალში საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია ოფიციალურად წარმოადგენს ექსპერტთა დასკვნას ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)