19:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 18:44:14, 1251 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი: მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი

„მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა, საპრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა კრწანისში გადაინაცვლა, სადაც მისი მხარდამჭერი კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დაგეგმილი კონცერტი არ შედგა.

„პირველ რიგში, დაგამშვიდებთ, არ ვიმღერებ, თუმცა, ძალიან მინდა. გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა, სადაც გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. ბუნებრივია, რომ ეს სრულდება აქ, თბილისში და თბილისის 10 რაიონის შემოვლას ვიწყებ აქედან, ჩემს სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისში შეხვედრები დამეწყო. მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი. ეს არის ისტორიული უბანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics