15:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 12:11:51, 3498 ნახვა

მსოფლიო
დეიმონ ვილსონი: რუსეთის მიზანია შეზღუდოს ქვეყნების სუვერენიტეტი - ისინი უნდა დავიცვათ

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროპის აღმოსავლეთ რეგიონების ქვეყნები კრემლის რეჟიმის მძევლები აღარ გახდნენ.

როგორც ვილსონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსკოვის მიზანია ნატო-სა და ევროკავშირს გაფართოებაში ხელი შეუშალოს. 

„დღეს, კრემლი კიდევ უფრო მეტად ცდილობს ცენტრალურ ევროპაში მიღწევების უკან დახევას და ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებში ამგვარი მიღწევების პრევენციას. მოსკოვის მიზანია ხელი შეუშალოს ნატო-სა და ევროკავშირს აღმოსავლეთის გაფართოებას და შეზღუდოს ევროპის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნების სუვერენიტეტი. უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხეები რომლებიც ევროპის აღმოსავლეთში ქვეყნებს ემუქრება, ჩვენი საერთო გამოწვევაა. იმის დაშვება, რომ ეს ერები ოკუპაციისა და დაშინების მძევლები იქნებიან, ევროპაში არასტაბილურობისა და კონფლიქტის რეცეპტია. დასავლეთმა უნდა დავიცვათ ამ ერების უნარი იყონ სუვერენული, ერთიანი და თავისუფლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი.  რეფორმის გზა უნდა აირჩიონ კიევში, კიშინიოვში, ერევანსა და თბილისში”, - აცხადებს აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics