|
2018-10-18 16:35:21, 738 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა
საქართველოსგარემოსდაცვისადასოფლისმეურნეობისსამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო სურსათის დღე აღნიშნეს. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელისიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ მიმართა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. „ჩვენ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ გაეროს სპეციალიზებულ ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ვახორციელებთ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიცჩვენს ქვეყანაში სასურსათოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ არის მიმართული. სურსათის უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაადა ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით სურსათის უსაფრთხოებისსაკითხებში მიღწეული შედეგი ეფექტიანი იქნება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს ეს დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიებას ყოველწლიურად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და FAO მასპინძლობენ და ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ერთი წლის შედეგებს აჯამებენ. წელს განსაკუთრებული აქცენტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამების, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემების, ნადირობისა და ველური ბუნების მართვის პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზეგაკეთდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)