17:27 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 11:55:20, 879 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულება დაემატება

თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მომავალი წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განახლებული სამსახურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, გაიზრდება ადამიანური რესურსი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა. 

აქვე, თბილისის მერმა მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურის მუშაობის შედეგი შეაჯამა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ერთი წლის განმავლობაში გაცემულია 1200-მდე მითითება და დაჯარიმების 1000-მდე დადგენილება, რომელთა საერთო მოცულობაც 10 მილიონ ლარს აღემატება. წარმატებას ვუსურვებ მუნიციპალურ  ინსპექციას, დედაქალაქის მცხოვრებლებს და იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად ვიზრუნებთ წესრიგზე და მუნიციპალური ქონების გაფრთხილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელწოდება 1 ოქტომბრიდან, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად შეეცვალა და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics