15:23 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 17:14:12, 1175 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, 72 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 944 097 ლარი დაიხარჯა.

ტაშკენტის ქუჩა N31-ში ბრტყელი სახურავისა და ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა. ლიფტი ასევე, შეკეთდა გაზაფხულის ქუჩა N13, ხვიჩიას ქუჩა N12, საირმის ქუჩა N2 კორპუსში, ცინცაძის ქუჩა N7 და ბუდაპეშტის ქუჩა N6-ში.

ლიფტების რეაბილიტაცია სულ 13 მისამართზე განხორციელდა. საირმის ქუჩა N2-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა. ამ ეტაპზე, სადარბაზო შვიდ მისამართზე  გარემონტდა.

დიდ დიღომში, პეტრიწის N4 ა-სა და მე-3 მიკრორაიონის N5 კორპუსის ბრტყელი სახურავი შეკეთდა. ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია კი, იოსებიძის ქუჩა N60-სა და ბროლოსანის ქუჩა N31-ში დასრულდა.

საბურთალოს რაიონში, სახურავები სულ 30 მისამართზე შეკეთდა. კორპუსების  სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები ექვს მისამართზე შესრულდა, მათ შორისაა, გოთუას ქუჩა N22.

სამუშაოების ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics