|
2018-10-09 13:04:54, 542 ნახვა
საზოგადოება
ელექტროენერგეტიკული ბაზრის დანერგვის პროექტის განხილვა მიუნხენში
1-5 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, საკონსულტაციო კომპანიის Blueberries GMBH მიერ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია მიეძღვნა საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების - დღით ადრე, დღის შიგნით და საბალანსო ბაზრების გახსნის მომზადების საკითხებს. შეხვედრებში, Bluberries ექსპერტებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ნორვეგიული კომპანია Nord Pool Consulting-ის კონსულტანტები და საბალანსო ბაზრისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანიის - Siemens-ის წარმომადგენლები. მხარეებმა განიხილეს ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირებისთვის საჭირო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, ბაზრების სამოქმედო კონცეფცია, ბიზნეს-მოდელი და ორგანიზაციული სტრუქტურა, იმსჯელეს კავშირებზე ორგანიზებულ ბაზრებსა და ელექტროენერგეტიკული სექტორის სხვა წამყვან კომპანიებს შორის. ევროპელი და ქართველი ექსპერტების მიერ, ერთობლივად შეფასდა რეფორმის ჩატარებისას მოსალოდნელი გამოწვევები და ჩამოყალიბდა შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული სამოქმედო პროგრამა. მიუნხენის სამუშაო სესიის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროექტის მმართველი კომიტეტის ჩამოყალიბების თაობაზე, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის უფროსი გიორგი ჩიქოვანი, Nord Pool Consulting-ის, Blueberries GMBH-ის და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე დასახელდნენ. კომიტეტის დაფუძნების აქტი წარედგინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)