|
2018-10-08 14:38:18, 867 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის ფასადი დააზიანეს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის ფასადის დააზიანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო სამუშაოებს. "დღეს, 8 ოქტომბერს, დილის 9 საათზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს კომპანიის შემინული გარე ფასადის ორი მინა დაზიანებული დახვდათ. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე პერიმეტრი მყისიერად შემოიღობა სპეციალური ლენტით და გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე აღიძრა 187-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, განხორციელდა დაზიანებული მინების დემონტაჟი. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)