|
2015-06-09 15:54:12, 1106 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა
გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის გმირობაზე ისაუბრა. „მინდა, მთელ საქართველოს მივუსამძიმრო ჩვენი მებრძოლის დაღუპვა, რომელმაც საქართველოდან შორს ქვეყნის ინტერესებს თავი შესწირა. მისი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის გმირობის კარგი გაკვეთილი იყო. ის ებრძოდა თავის დროზე მტრებს, შემდეგ იმ რეალობას, რომელშიც იმყოფებოდა. მე კაპრალი დავითაია ვნახე გერმანიაში სადაც მკურნალობდა. ძალიან მძიმედ იყო, თუმცა საოცრად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებსა და ყველა მის თანამებრძოლს, რომელმაც ეს ფაქტი ძალიან განიცადა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა. გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ დაჭრილი კაპრალის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავდაცვის უწყებას ძალისხმევა არ დაუშურებია. გარდაცვალებამდე დაჭრილი სამხედრო საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. „თავდაპირველად გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით ასევე გერმანიაში, კერძო კლინიკაში გადავიყვანეთ. ამის შემდეგ, ექიმების რჩევით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მკურნალობის სახლში გაგრძელების შესახებ, მოხდა სახლის ადაპტირება. ვუზრუნველყავით შესაბამისი მოწყობილობის ორგანიზება. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, ასევე სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელა. დამერწმუნეთ, თუკი მედიცინის თვალსაზრისით, საქართველოსა და მსოფლიოში რაიმე საუკეთესოს გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწაულის ტოლფასი იყო, რომ ცალი ხელი აამოძრავა და კვლავ შეძლო საუბარი. როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო პროექტი რომ გადაგვეყვანა აშშ-ში, ამ მიმართულებით საქართველოში აშშ-ის საელჩო გვეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა. კაპრალი რამაზ დავითაია გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იგი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას, სადაც პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)