|
2018-10-04 16:38:41, 2731 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი კახეთში მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. „ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ შეიძლება იყოს აღორძინებული რომელიმე დარგი და წარმატებული თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე, ვისაუბრეთ კულტურის თემაზე. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და მე ამის პრეზიდენტი ვიქნები, როგორც ბევრი სხვა უფლებების დამცველი, მაგრამ ეს კულტურა არის ის, რაც ჩვენთვის არის ბევრად მეტი, ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი იდენტობა და უნდა მივხედოთ კიდევ უფრო აქტიურად“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)