13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 13:22:48, 3655 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთმა რუსეთი კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი კიბერთავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურებმა "უგუნური" თავდასხმები მოაწყვეს ბრიტანული ინსტიტუტების, კომპანიებისა და სპორტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. მანვე დასძინა, რომ ამ ტიპის თავდასხმებმა ქვეყანას მილიონობით ფუნტი სტერლინგის ზარალი მოუტანა. ჰანტერის მტკიცებით, კრემლის დავალებით კიბერთავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის სათაო ოფისზეც განხორციელდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა დაადგინა, რომ კონკრეტული ჰაკერები, რომლებმაც თავდასხმები განახორციელეს, კრემლის დავალებით მოქმედებდნენ.

მისივე თქმით, საქმეში რუსეთის  სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები იყვნენ ჩართული.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატმა სოლსბერიში მომხდარი ინციდენტიც გაიხსნა და ოფიციალური მოსკოვი რუსეთის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამლვაში ისევ დაადანაშაულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics