23:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 19:53:07, 395 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსს ქეიჯი მურის შეხვდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“   პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. 
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას. 
ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობა, ასევე  დეტალურად განიხილეს მიმდინარე ცვლილებები და ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics