21:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 16:50:13, 2648 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია - ევროპის საინვესტიციო ბანკი ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნეს გეგმების მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური და ტექნიკურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა იყო  ერთ-ერთი მთავარი საკითხი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შორის გამართულ შეხვედრაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ისეთ მიმართულებებს აფინანსებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე საქართველოში ისეთი პროგრამის მეშვეობით, როგორიცაა InnovFin (ევროკავშირი დახმარება ნოვატორებისთვის).

ამასთან, მინისტრის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, გაუწიოს არა მარტო ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მეშვეობით, არამედ დაეხმაროს საკონსულტაციო მიმართულებით, რათა ქართველმა ბიზნესმენებმა ხარისხიანი ბიზნესგეგმები მოამზადონ საკრედიტო დაწესებულებებში წარსადგენად.

ცნობისთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მისი პორტფელი 80 მლრდ ევროა. ბანკის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულია 500 მლნ ევროს ინვესტიცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics