16:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 16:01:39, 2269 ნახვა

კომენტარი
კუპატაძე - ვუთანაგრძნობთ არასრულწლოვნების მამებს, მაგრამ ეს მათ მხარდამჭერებს არ აძლევს უფლებას, პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენონ

,,ჩვენ ვუთანაგრძნობთ სრულად არასრულწლოვნების მამებს და ვიზიარებთ მათ ტრაგედიას, მაგრამ ეს არც ერთ მოქალაქეს და მის მხარდამჭერებს არ აძლევს იმის უფლებას რომ პოლიციას გაუწიონ წინააღმდეგობა და მიაყენონ შეურაცხყოფა, შესაბამისად  ჩვენი მხრიდან  იქნება ადეკვატური ზომები მიღებული როგორც იყო გუშინ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ საღამოს მიმდინარე აქციაზე, სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

,,აქედან ერთ-ერთმა პირმა ჩაამსხვრია პოლიციის ავტომანქანის კარის უკანა მინა და შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება, ასევე ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული წესით  166-ე  , 173-ე მუხლების საფუძველზე .  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები ჩვენი მხრიდან გაგრძელდება იმ პირებზე, რომლებიც აქციაზე მიმდინარე პროცესების დროს სამართალდარღვევებს ჩაიდენენ“, - განაცხადა კუპატაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics