13:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 12:03:10, 4484 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთი ცდილობს მოაჩვენოს მსოფლიოს, თითქოს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო საკუთარ თავს დაესხა

"რუსეთი ცდილობს მოაჩვენოს მსოფლიოს, თითქოს უკრაინა, ისევე როგორც საქართველო საკუთარ თავს დაესხა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით სურს.

“რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვებამ გამოწვია ის, რომ საქართველოს მოჰყვა უკრაინა. ლიტვინენკოს-სკრიპალი, ხოლო ალეპოს-იდლიბი. კრემლი შეჩერებას არ აპირებს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს. დუმილი არის ის, რაც კრემლს უბიძგებს გააგრძელოს აგრესია. უკრაინის წინააღმდეგ და ავტომატურად თითოეულ ჩვენგანს დაუპირისპირდეს. ის კანონებით და საზღვრებით არ არის შეზღუდული. ის იფიქრებს რომ გადახედოს საერთაშორისო სისტემას ისე როგორც თავად სურს. არაფერი შეაჩერებს მოსკოვს მისი აგრესიული ქმედებებისგან გარდა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევისა", - განაცხადა პოროშენკომ. 


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics