|
2018-09-25 16:28:39, 2239 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების მიმდინარეობა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში. ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება. ივანე მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის მიმდინარეობა, ასევე, ენერგოეფექტურობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. აღინიშნა სახელმწიფო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმის ფარგლებში მიღწეული წარმატებები და სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) შეფასების პოზიტიური შედეგები. ევროკავშირის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას. NS
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)