15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 14:29:22, 2222 ნახვა

კომენტარი
„თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე ვარ“ - ზურაბიშვილი მედიას აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიას მის წინააღმდეგ წარმოებულ, მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, როცა ვინმე „გამოხტება“ და მას მოღალატეს უწოდებს, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მედია. პრეზიდენტობის კანდიდატმა დასძინა, რომ მედია მის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

"პრაქტიკულად ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები, ბოლო ის არის რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების. აზრი პრაქტიკულად არ აქვს რომ დაიწყო თავდაცვითი საქმე. კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია არის, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. იქაურ საზოგადოებაში გაავრცელო რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში, ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე - რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics