15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 16:40:31, 2964 ნახვა

კომენტარი
ხადური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერზე: არც ერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური „ომეჯა ჯგუფთან" დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება.

ხადურის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია მის შესახებ არის სრული სიცრუე.

"როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არცერთ ბიზნეს სუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება!", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ცნობისთვის, „რუსთავი 2“ მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის სატელეფონო საუბარია ასახული. ჩანაწერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელები ფიგურირებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics