17:30 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 19:15:11, 823 ნახვა

რეგიონი
ჭადრაკის ოლიმპიადის ერთ-ერთი ჯილდო „ნონას თასი“ ბათუმშია

23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი საქართველოს  სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და ოლიმპიადის დაწყებამდე ის მასპინძელ ბათუმშიც გამოიფინა.

ბათუმის ბულვარში საზეიმო წარდგენა გაიმართა, რომელიც სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებსაც მოიცავდა. ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძემ  ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

„ნონას თასი" ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics