15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 16:50:21, 2229 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კანაფის ექსპორტის შესახებ კანონპროექტში ცუდი არაფერია.

მისივე შეფასებით, კანონპროექტი რისკების შემცველი არ არის და რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა.

„კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, მათ შორის კანაფის დათესვა-მოყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხების მკაცრად რეგლამენტირებას და რეგულირებას გულისხმობდა. იმ ქაოსური მდგომარეობის მოწესრიგებას, რომელიც დღეს არა მხოლოდ მოხმარების, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებით არსებობს. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ და ზოგადად, ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია. თუ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი განიხილოს, ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ პროცესებში ჩაერთვება, თუ  განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია სხვა გზა არ დაგვრჩება. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ამ საკითხზეც მნიშვნელოვანია საზოგადოების პოზიცია, ამიტომ ის დრო რაც პარლამენტმა აიღო და შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა, ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ამ კანონპროექტში ცუდი არაფერია, რისკების შემცველი არ არის და პირიქით, რეგლამენტირება ხდება იმ საკითხების და ჩარჩოებში მოქცევა, რასთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენ გვაქვს ქაოსური მდგომარეობა. ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, იმიტომ, რომ ყველა ის ნაბიჯი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დგამს, დგამს პირველ რიგში საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს", - განაცხადა მეზვრიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics