13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-07 15:11:14, 455 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: ქართველები ისეთ შემოსავალს ეძებენ, სადაც შრომა არ იქნება საჭირო

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს განცხადებით, ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა მიწა და ემუშავა. დღევანდელი მდგომარეობით, კი ქართველები ისეთ შემოსავალს ეძებენ, სადაც შრომა არ იქნება საჭირო.

„დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი ყოველთვის ცდილობდა, მოეპოვებინა მიწა და თავის მიწაზე ეშრომა. დღეს კი, ქართველი ადამიანი ისეთ შემოსავალს ეძებს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. მოგმართავთ ყველას, იფიქრეთ საკუთარ თავსა და შვილებზე, თქვენს მომავალზე. ჩენი მიწა–წყალი დალოცვილია. ამოტომ, შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ღვთის ლოცვა–კურთხევა“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ამასთან, როგორც ილია მეორემ აღნიშნა,  ქართველები უცხოეთში მიდიან და მოსამსახურედ მუშაობენ,  ქვეყანაში კი, უცხო ხალხი შემოდის.

„შევთხოვ უფალს, ქართველი ხალხი, რომლეიც უცხოეთშია წასული, სამშობლოში დაბრუნდეს. ქართული მიწა გადაგვარჩენს“, – განაცხადა პატრიარქმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics