|
2018-09-17 13:44:00, 1600 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში ახლადგახსნილ ბაღს ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონში ახლადგახსნილ საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. „მინდა, ყველას მივულოცო სწავლის დაწყება. ეს საკმაოდ დიდი ბაღია და აქ დაახლოებით, 350 პატარა ისწავლის. სწავლის დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. მინდა, ყველას წარმატებული წელი ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ. N49 საბავშვო ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში 60-მდე ადამიანია დასაქმებული. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო საბავშვო მოედნებით, ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის განცხადებით, წელს თბილისის ბაგა-ბაღებს 3 000-მდე აღსაზრდელის ადგილი შეემატა. „მომავალი ორი წლის განმავლობაში, 31 ახალი ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელიც პრაქტიკულად, მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. თბილისში, 17 სექტემბერს ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ორ მოქმედ ბაღს კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები შეემატა. თბილისის მერთან ერთად, პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიულოცეს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)