13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 10:42:06, 2048 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: წელს მნიშვნელოვანი წელი იქნება, რაც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას

„წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 150-ე სკოლაში განაცხადა.

მან მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამასთან, მინისტრმა ყურადღება განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. დღეს ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება 1 კვირით გადაიდო 5 კერძო და 4 საჯარო სკოლაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics