|
2015-06-06 16:35:32, 449 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი კარლ XVI გუსტავს შვედეთის სამეფოს დროშის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავს შვედეთის სამეფოს დროშის დღეს ულოცავს „ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა შვედეთის სამეფოს დროშის დღესთან დაკავშირებით. ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებით აფასებს შვედეთთან მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას. იზიარებენ რა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას, და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო უდიდებულესობავ, ნება მომეცით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება თქვენს კეთილშობილურ მიზნებში, შვედეთის სამეფოსა და ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)