00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 18:27:50, 1283 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგეობა ნავთლუღის ტერიტორიაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, ნავთლუღის ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N15-ის მიმდებარედ არსებული ცხაურის ტიპის ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო.

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ცხაურის ტიპის ავტოფარეხების კონსტრუქციების დაშლის შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება. 

საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგების მიზნით, გამგეობა კეთილმოწყობის პროექტის განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, კორპუსებს შორის  კეთილმოეწყობა ეზო, დაიგება ასფალტის საფარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, სკვერში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება მოსასვენებელი სკამები და ლამპიონები. 

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ცხაურის ტიპის 11 ავტოფარეხი უკვე დაშლილია და სამუშაო პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება. აღნიშნულ მისამართზე, სულ 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდება. 

ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ავლაბრის, ვაზისუბნისა და ნავთლუღის ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, უკვე 81 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა. მოსახლეობის გამოხმაურების შემთხვევაში, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics