00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 13:42:14, 1082 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 2000-ზე მეტი ტაქსის ლიცენზია გაიცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. 

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი, 200 ლარით დაჯარიმდება.  

თბილისის მერმა თავის მოადგილეებს დედაქალაქის აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის უფასო პარკირების საკითხის მოგვარება დაავალა. 

„მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისთვის, უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მძღოლებს, რომ იაქტიურონ და შესაბამისი ნებართვა დროულად აიღონ. ამასთან, მინდა ამ მომსახურების მიმწოდებლებს დამატებით ვაცნობო, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს.  მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რაც შეიძლება მალე, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში კონკრეტული ლოკაციები შეირჩეს, სადაც ტაქსები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics