22:23 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 16:29:56, 730 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ავსტრიაში საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

ვეტერინარული ვირუსოლოგიის კონგრესი ყოველწლიურად ავსტრიაში, ქალაქ  ვენაში ტარდება. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამეცნიერო აბსტრაქტი  ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტში წარადგინეს.

შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კვლევაში ვეტერინარული ვირუსოლოგიის საკითხზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დისკუსიის უზრუნველყოფა, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით ახალი ინფორმაციის მიღება და პროექტის შედეგების, მიზნებისა და სამომავლო საკითხების განხილვა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები კონფერენციაზე  აშშ-ის  თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიწვევით იმყოფებოდნენ.  

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics