23:28 - 21 Jul, 2026
|
2018-09-11 21:21:33, 1000 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა [ვიდეო]
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. აღნიშნულის გამო, საკანონმდებლო ორგანოსთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. სარალიძეს სასწრაფოს ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება. ზაზა სარალიძე შეუძლოდ სწორედ დაპირისპირებისას გახდა. ადგილზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)