23:28 - 21 Jul, 2026
|
2018-09-11 21:05:01, 886 ნახვა
საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას მართავენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა წვიმის გამო, ადგილზე კარვის გაშლა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. აღნიშნულმა ზაზა სარალიძის უკმაყოფილება გამოიწვია. „თქვენ მოგზავნილები ხართ. ვინ დაგავალათ აქ მოსვლა?! რა უფლებით არ გვაძლევთ კარვის გაშლის საშუალებას?!“, - მიმართა სარალიძემ სამართალდამცველებს. ამის შემდეგ ის საავტომობილო გზაზე გადავიდა, თუმცა პოლიციამ იგი კვლავ ქვეითებისთვის განკუთვნილ ადგილზე გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მომხდარი ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველების რაოდენობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)