08:43 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-03 14:02:15, 889 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასმა 2018 წლის II კვარტალში 1150 ლარი შეადგინა

2018 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4,0 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,0 პროცენტი ქალია, ხოლო 59,0 პროცენტი - კაცია.

მათივე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო და რჩენილი 41,2% - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2159,8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტი).

„2018 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1150,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 43,5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 872,8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 56,5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1210,3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1303,2 ლარი, მცირე ბიზნესი – 996,3 ლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics