20:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 17:57:08, 1732 ნახვა

სამართალი
ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვანისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება

არასრლუწლოვანთა მართლმსაჯულების  სპეციალური კოდექსი შეიქმნა.ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან  წინასასამართლო  სხდომამდე ბავშვისთვის  პატიმრობის  ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება. ნასამართლობის მოხსნა კი,  სასჯელის  მოხდენისთანავე მოხდება.

თუმცა, თუ ადრე  გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს  გამეორებით ჩაიდენს,  სასჯელის დანიშვნის დროს მისი  ნასამართლობა მხედველობაში  მიიღება. შესაბამისად, კოდექსის  მთავარი მიზანი, არასრულწლოვნებისთვის  რესოციალიზაციის  შანსის მიცემაა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების, ეროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის („UNICEF“ -ს) რეკომენდაციების  საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის-„სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-მხარდაჭერით მოამზადა. 

ინოვაციური პროექტი დღეს  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის   უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა და მას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი,  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics