12:13 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 12:25:34, 1759 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ხვალ ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთობლივად ისტორიული  მნიშვნელობის პროექტებს ახორციელებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე - იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ. ეს კი საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მთავარ მიზანზე - რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics