00:04 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 18:49:33, 1377 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობა ახალი სასწავლო წლისთვის ვაზისუბანში ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში არსებულ საჯარო სკოლებთან და საბავშვო ბაგა-ბაღებთან ახლომდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება დაიწყო. 

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატებთან ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად გააცნო. 

კახა ლაბუჩიძის თქმით, შანდორ პეტეფის ქუჩაზე N157 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლამდე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბე ეწყობა. რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს კიბემდე მისასვლელი ბილიკის მოწყობაც, რაც მოსწავლეებს გადაადგილებას გაუადვილებს. 

კიბე ეწყობა კიდევ ორ მისამართზე - ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, III კვარტლის N5 კორპუსთან და ვაზისუბნის II მიკრორაიონის N6 კორპუსთან მდებარე N163 საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც კიბესთან ერთად, ცენტრალური გზის მხრიდან, ახალი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ამავე მისამართზე, მოსახლეობის თხოვნით, ბაღის შესასვლელთან არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება, რათა საჯარო დაწესებულებისა და საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდეს. გამგეობა უახლოეს დღეებში კორპუსის ეზოს კეთილმოწყობას დაიწყებს და გზა მთლიანად მოასფალტდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics