02:19 - 29 Jun, 2026
|
2018-08-25 10:09:44, 1640 ნახვა
სამართალი
ანაკლიაში, ფესტივალ ECHOWAVES-ზე 1 პირი გარდაიცვალა, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHOWAVES-ზე, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, იგი ფესტივალის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდა ამისა, რეფერალურში კიდევ ერთი პირი შეიყვანეს, რომელიც ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე გახდა შეუძლოდ. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)