07:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 15:43:27, 1372 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: სოსო გოგაშვილი აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში

„აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და უნდა მიეცეს პასუხისგებაში“, -  ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

სარალიძის განცხადებით, გოგაშვილი მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში და მისივე დავალებით ჩაიშალა, მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში გამგზავრება.

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად სოსო გოგაშვილი ჩარეული იყო არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, არამედ ჩვენი სტრასბურგის ვიზიტის ჩაშლის საქმეში. პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 4- კაციან ჯგუფში, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, იყო ტერორისტობაში ბრალდებული.  კარგი გადაწყვეტილება მიიღო იმ პირმა, ვინც ის გადააყენა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება თუ რა დანაშაულებები აქვს ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ადამიანმა მთელი სახელმწიფო ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. მისი თანანმდებობიდან გადადგომა, როგორც შოთაძის ეს არაფერი არ არის და არანაიარად დამაკმაყოფიელბელი არ არის, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, თუ ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics