00:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-19 13:01:46, 1473 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ედპ-ს ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის  სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისის გაქურდვის ფაქტზე, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. მანგლისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება  ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics