22:07 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:13:07, 387 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში, რომელიც ლატვიაში მშვიდობის განმტკიცებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ემსახურება.

 „დარწმუნებული ვარ, თქვენი პირადი წვლილის წყალობით საქართველოსა და ლატვიას შორის ტრადიციული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი სახელმწიფოების საერთო ინტერესების სასარგებლოდ. ამავე დროს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებისადმი, რომლებიც ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას, ასევე ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics