23:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 13:05:49, 1375 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები ამოიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაათვალიერეს მდინარე რიონის აუზის - ზუთხის სატოფე ადგილები.

მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული „ საზუთხე ანკელარი", 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი(20მმ) ჰქონდათ ჩაგებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics