11:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 10:16:20, 5036 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა აშშ-დან ავტომობილებზე და ალკოჰოლზე საბაჟო ტარიფი 120-140 % გაზარდა

თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა. 

ტარიფების გაზრდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქეთის ეკონომიკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს.

ტარიფების ზრდა ასევე შეეხო ბრინჯსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც. თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაზარდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით, კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics