23:35 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 12:50:53, 1050 ნახვა

საზოგადოება
პატრულ-ინსპექტორებმა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე საინფორმაციო გაკვეთილი ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა შვილებმა,  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ერთი კვირის განმავლობაში ანაკლიის „მომავლის ბანაკში“  დაისვენეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი, საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ გადელია და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ბანაკს ესტუმრნენ და იქ მყოფ მოზარდებს შეხვდნენ.

ბანაკში დამსვენებელ მოზარდებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებისგან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროექტში სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად მონაწილეობს  და ბანაკში დამსვენებელ მოზარდთა  უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით,  პატრულ-ინსპექტორები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილებს ბანაკის წლევანდელი სეზონის ყველა ნაკადის დამსვენებლებს ჩაუტარებენ.

პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში უკვე  მეექვსე წელია არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და  შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics