23:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 14:14:12, 1132 ნახვა

სამართალი
შსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.

პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს  108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics