05:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 16:06:42, 989 ნახვა

კომენტარი
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი: გენერალი ქუთათელაძე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს

„მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი, არ არსებობს“, - ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადკოკატმა, ანი კეკენაძემ რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან ყოფნის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ ასლები ჯერჯერობით არ არის გადაღებული.

„გიორგი ჭანტურია აცხადებს იმას, რომ მას არ მოუკლავს სამსონ ქუთათელაძე და მას მკვლელობის საქმესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. მტკიცებულებები საქმეში, რომელიც დაადასტურებდა გიორგი ჭანტურიას მიერ მკვლელობის ჩადენას, არ არსებობს. ის აღნიშნულ დანაშაულში არის აბსოლუტურად უდანაშაულო, უმოტოვოდ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვერსიებს შემოგთავაზებთ, მას შემდეგ, რაც უკვე გავეცნობით საქმის მასალებს. ვინაიდან მოწმეების ძირითადი ნაწილი გამოკითხულია იანვრის თვეში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე მათ შეცვლილი აქვთ ჩვენებები ისიც პოლიციის ზეწოლის მიერ, ჩადებულია იარაღებიც“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics