20:49 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 11:04:03, 400 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ინიციატივით გამოდის, თბილისის აეროპორტი რუსთაველის სახელობის გახდეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ინიციატივით გამოდის,  რომ თბილისის  საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის  სახელობის გახდეს.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა დედაქალის საკრებულოს მიმართა, რომ  ამ თემაზე იმსჯელოს.

„სამწუხაროდ წლების განმავლობაში თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა ვერ მოხდა. მე ვესაუბრე დავით ნარმანიას და გუნდშიც ვიმსჯელეთ,რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ, მომავალ წელს არის რუსთაველის 850 წლის იუბილე ამაზე ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სპეციალური  სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ იუბილეს აღნიშნავს განსაკუთთრებულად და მიმაჩნია ძალიან კარგი იქნბოდა თუ სახელის გადარქმევის საკითხს თბილისის საკრებულო გადაწყვეტდა. იმედია იმსჯელებენ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ისინი აზრს გამოთქვამენ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics