04:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 12:16:26, 779 ნახვა

კომენტარი
ირაკლი შოთაძე: გამოძიება არ არის მათემატიკა, დაჯდე და განტოლება ამოხსნა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენს.

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კომისიის წევრების კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ მოხდა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმის ამოღება, ზოგადი პასუხი გასცა.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, გამომძიებელი საქმეს საკუთარი სტრატეგიით და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს:

„გამოძიება ზოგადად აღებული არ არის მათემატიკა რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული, კომპლექსური პროცესი. თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებელები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად ეს არ არის მარტივი პროცესი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics