22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 16:07:04, 1163 ნახვა

სამართალი
„ქართული მართლმსაჯულება საბოლოოდ გარდაიცვალა“ - უზენაესმა სასამართლომ დეკანოზის საქმე წარმოებაში არ მიიღო

უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი არ მიიღო.

ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველები, სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დეკანოზ მამალაძეს, მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით, დეკანოზის პოლიტიკური დევნა გრძელდება. 

"ქართული მართლმსაჯულება საბოლოოდ გარდაიცვალა და ის საბოლოოდ მიიღებს ამაზე ძალიან მწარე სილას სტრასბურგის სასამართლოდან, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვას, არა უბრალოდ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არაერთი დარღვევა, არამედ სტრასბურგის სასამართლო იყოს ყველაზე უფრო მკაცრი შეფასებისას, რაც კი ოდესმე ქართული მართლმსაჯულების წინაშე ყოფილა, ვინაიდან ეს არის უპრეცენდენტო დარღვევებზე დაფუძნებული საქმე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არ აღმოაჩნდა იმის მინიმალური დამოუკიდებელი სტანდარტიც კი, მათი დამკვეთებისგან, რომელიც ელემენტარულად ჩვენ მოსმენას მაინც გააბედინებდა სასამართლოში", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები განაჩენს სტრასბურგის სასამართლოში უახლოეს მომავალში გაასაჩივრებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics