03:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 12:54:49, 1000 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი“, - ასე შეაფასა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.

ამასთან, სერგენკო, აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. 

„ჩემდა გასაოცრად საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა  უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს საკუთრივ, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება რომ დავიწყო კრიტიკა. თუმცა ჩემი პოზიცია არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეჩერი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics