03:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 14:47:18, 792 ნახვა

კომენტარი
„მარიხუანას ლეგალიზება ერის ღალატია“ - დეკანოზი ანდრია საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს

კიკეთის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით "ერის ღალატად აფასებს". 

დეკანოზის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება. ასევე, მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება.

„ეს გადაწყეტილება შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ნარკოტიკების ასეთი გაიოლება, უკიდურსად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს. არ შეიძლება 4 კაცი, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, 4-მილიონიანი ერის ნებას უგულებელყოფდნენ და თავიანთი გაუბებარი ლოგიკით ღებულობდნენ, სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. მე ვფიქრობ, რომ გასაუქმებელია საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იქნება რეკომენდაცია საპატრიარქოსგან“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics